საახალწლო სიურპრიზი

საახალწლო სიურპრიზი

ერთხელ საახალწლო ღამეს, შალიაპინი სპექტაკლის შემდეგ გრიმითა და მეფისტოფელის კოსტიუმით გამოვიდა თეატრიდან და ეტლში ჩაჯდა.

 

დანიშნულ ადგილზე რომ მივიდა, ეტლი გააჩერა და მეეტლეს ფული გაუწოდა. მეეტლე მოტრიალდა მგზავრისაკენ და შეშინებულმა შეჰყვირა:

 

- ეშმაკი! ეშმაკი!

 

გადმოსვა რა “ეშმაკი” ეტლიდან, მეეტლემ ისე მოკურცხლა, რომ სრულიად გადაავიწყდა გასამრჯელო.

 

რამდენიმე დღე დაეძებდა შალიაპინი მეეტლეს. როგორც იქნა მოძებნა და მიიპატიჟა სპექტაკლზე.

 

მხოლოდ წარმოდგენის ნახვის შემდეგ დაიჯერა მეეტლემ, რომ მას ახალი წლის ღამეს მსახიობი შალიაპინი მიჰყავდა და არა ეშმაკი.