რომანტიკული ფილმების ათეული

რომანტიკული ფილმების ათეული

ცოტა ხნის წინ ამერიკულ მას-მედიაში გამოქვეყნდა ყველა დროის რომანტიკული ფილმების ჩამონათვალი. გასული წლის დასასრულს სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა და კინოს თემაზე მომუშავე ჟურნალისტებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს.

 

ამ ჩამონათვალის პირველი საფეხური სურათმა “მოჩვენება” დაიკავა. ალბათ გახსოვთ პატრიკ სუეიზი და მისი მშვენიერი პარტნიორი დემი მური.

 

საპატიო მეორე პოზიცია კინოსურათს “ბინძური ცეკვები” ერგო. ამ ნამუშევარში სუეიზის მეწყვილე ჯენიფერ გრეი გახლდათ.

 

ფილმმა “ხსოვნის დღიური” მესამე ადგილი დაიკავა. მასში მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი ასრულებდნენ.

 

ამერიკელი ჟურნალისტების მიერ შედგენილი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო რომანტიკული ფილმების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. “მოჩვენება”

 

2. “ბინძური ცეკვები”

 

3. “ხსოვნის დღიური”

 

4. “ტიტანიკი”

 

5. “ლამაზი ქალი”

 

6. “რეალური სიყვარული”

 

7. “რომეო და ჯულიეტა”

 

8. “ოფიცერი და ჯენტლმენი”

 

9. “მულენ რუჟი”

 

10.  “ამელი”