მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა წინასასამართლო სხდომა გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა წინასასამართლო სხდომა გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ყველა ბრალდებაზე პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლოში წინასასამართლო სხდომები გადაიდო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააკაშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განუცხადა, პროკურატურამ ყველა საქმეზე საგამოძიებო ვადა გაზარდა და სხდომები ამ მოტივით გადაიდო.

ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ ვადები 2015 წლის იანვრამდე გაზარდა.

სააკაშვილს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, ბრალი სამი სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წარდგენილი: 7 ნოემბრის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის მეშვეობით თანხების არამიზნობრივად ხარჯვის, და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.