საშობაო საჩუქარი

საშობაო საჩუქარი

ცნობილი ამერიკელი მწერალი ო’ჰენრი თავის დიდებას შობის დღესასწაულს უნდა უმადლოდეს.

 

ერთ დროს ის ჩვეულებრივ სახელს ატარებდა და უილიამ სიდნეი პორტერი ერქვა. ერთხელაც ამ ცხოვრების ბედისწერამ ციხეში მოათავსა.

 

პატიმარს რომლის ნომერიც 34627 გახლდათ, გარეთ პატარა ქალიშვილი დარჩა. შობის დღესასწაული ახლოვდებოდა და პორტერს გოგონას გახარება სურდა. სამწუხაროდ საჩუქრის შესაძენი თანხა არ გააჩნდა.

 

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და უილიამმაც გამოსავალი მალე იპოვა. ციხის კედლებში მოთხრობა დაწერა და ერთ-ერთ გამომცემლობას გაუგზავნა.

 

“სტვენია დიკის საშობაო ცეცხლი” 1899 წლის შობის დღეებში დაიბეჭდა. ავტორს ჰონორარის სახით გარკვეული თანხა გადაეგზავნა. მომდევნო წლის განმავლობაში პორტერმა ლიტერატურული ექსპერიმენტი კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია.

 

ახლადგამოჩეკილი ბელეტრისტი ციხიდან 1901 წელს გამოვიდა და საზოგადოებას უკვე პოპულარულ მწერლად დაუბრუნდა.