ლაშა თორდია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს

ლაშა თორდია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის შეფასებით, სახლმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია "ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს".

როგორც თარგამაძემ ნდობის ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვების საკითხში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართვა "არსებული სკანდალური საქმის შეფუთვის" ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

"ეს ადამიანი იმისთვის, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამიტომ არ გამკვირვებია, რომ საქმეში ეს მექანიზმი იქნა ჩართული. ეს არის ერთგვარი მცდელობა წრის გაფართოების. სხვადასხვა საქმესთან იმ სკანდალის გაზავების, რომელიც ჯერ კიდევ სკანდალად რჩება. ეს არის, ასე ვქვათ, შეფუთვის ერთ-ერთი საშუალება", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

ლაშა თორდია წინა მოწვევის პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, შემდეგ კი გენერალურ აუდიტორად დაინიშნა.