ვარსკვლავური შობა–ახალი წელი

ვარსკვლავური შობა–ახალი წელი

ახალი წელი და შობა ის დღესასწაულებია, როდესაც გინდა რომ ახლობელ-მეგობრები რაიმე განსაკუთრებული საჩუქრით გააბედნიერო. გირჩევთ, რომ საკუთარი საფულის სიმძიმეს ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან მთავარი მაინც ყურადღებაა და ერთი ორი ცხვირსახოცისა ან წინდის შეძენის თანხა ყოველთვის მოიძებნება.

 

ჯორჯ კლუნი დღემდე განსაკუთრებული სიამოვნებით იხსენებს წინა ახალ წელს, როდესაც საჩუქრად 1959 წელს გამოშვებული „კორვეტი“ მიიღო. ეს მანქანა მსახიობს მამამ აჩუქა და თავის დროზე მაშინ შეუძენია, როდესაც კლუნის დედა გაიცნო.

 

მაკოლეი კალკინმა, რომელმაც სახელი ფილმების სერიით “მარტო სახლში” გაითქვა, ერთხელ თავის უმცროს ძმას საახალწლოდ პატარა კნუტი აჩუქა.

 

ცხოველების მოყვარული გახლავთ ამერიკელი კინომსახიობი ჯინა დევისიც. მან თავის დროზე ფილმში “ თავზეხელაღებულთა კუნძული” ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ამ მხატვრულ ნაწარმოებში მას პარტნიორობას უწევდა ერთი პაწია და სიმპათიური მაიმუნი. ჯინასა და მაკაკას ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და ამ ფილმის მთავარმა რეჟისორმა პრიმადონას საახალწლოდ ალბათ მიხვდით, რომ ეს საყვარელი არსება უსაჩუქრა.

 

ნამდვილად რომ სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ნიკოლას კეიჯი, მაგრამ დღემდე ერთ პატარა ონავარ ბიჭად დარჩენილა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა რომ მისი გატაცება ხის მანქანები და თოჯინებია., საკუთარ კოლექციაში კი საპატიო ადგილი იმ პინოქიოს უჭირავს, რომელიც შარშან მეუღლემ მიართვა.

 

ჰოლივუდური ამქარის ზოგიერთი წარმომადგენელი მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის და ახლობლებსაც შედარებით იაფფასიან საჩუქრებს უმზადებს. შერონ სტოუნი მეგობრებსა და ნათესავებს ლამაზად მოხატულ თეფშებს ჩუქნის. ტომ კრუზი, დიდი “კრიჟანი” ვინმე ყოფილა და მხოლოდ მისალოცი ღია ბარათებით კმაყოფილდება.