ბრიტანულმა რადიოსადგურმა “Planet Rock” საკუთარ მსმენელებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა. ინგლისელმა მელომანებმა გასული წლის საუკეთესო როკ-ალბომი დაასახელეს.
ჯგუფი “Foo Fighters”-ის ბოლო სტუდიურმა ნამუშევარმა “Wasting Light” პირველობა არავის დაუთმო და ამ საპატიო რეიტინგის სათავეში დამაჯერებლად მოექცა.
მეორე საფეხური 34 წლის ამერიკელი გიტარისტი ჯო ბონამასას ალბომმა “Dust Bowl” დაიკავა.
პროექტი “Black Country Communion”-ის სტუდიური ჩანაწერი “Black Communion 2” მესამე ადგილზე გავიდა.
ელის კუპერის ბოლო ნამუშევარი “Welcome 2 My Nightmare” საპატიო მეოთხე საფეხურზე განთავსდა.