ელტონ ჯონი ბათუმის პიაცაზე კონცერტს გამართავს. ამასთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენს“ „ისტერნ პრომოუშენის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა განუცხადა.
„ელტონ ჯონის მენეჯმენტმა სურვილი გამოხატა ჩვენთან ჩამოსულიყვნენ და ბათუმში მომღერლის ერთ-ერთი პროექტი „სოლო-პიანო“ წარადგინონ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპონსორების მოძიება, იმიტომ რომ ელტონ ჯონის ჩამოყვანა გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ის ყველგან საკუთარი როიალით დადის, ასევე უნდა უზრუნველყოთ ტექნიკური მომენტებით. თუ ეს ფინანსური მხარე მოვაგვარეთ მაშინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ მუსიკოსი ბათუმში პიაცაზე კონცერტს გამართავს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ კანდელაკმა.
გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი და ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ/როკ მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონის ვიზიტი საქართველოში 17 ივნისს არის დაგეგმილი.