ნელი ფურტადომ მსმენელს ვიდეო-დღიურიდან ამონარიდები შესთავაზა. კოლაჟში კარგად ჩანს თუ როგორ ემზადება მომღერალი ახალი ალბომის ჩასაწერად.
ნელი სტუდიაში წერს ფირფიტას და გვიყვება, რომ მუშაობს პროდიუსერთან Salaam Remi ერთად. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროდიუსერთან მუშაობით დიდ სიამოვნებას იღებს. ვიდეოს ბოლოს იხსენებს ემი უაინჰაუსს, რომელთან ერთადაც რომიმ ჩაწერა ლეგენდარული „Back To Black“.
ვიდეო-დღიურის ერთ-ერთ ნაწილში მომღერალი იამაიკის სპორტულ მოედანზეა. იგი მოგვითხრობს Di Genius-თან ერთად გატარებულ დროზე. ბოლოს კი ნელი ბურთს ფარში ზუსტად აგდებს...
როგორც ჩანს, მომღერალი ალბომზე მუშაობის პარალელურად, სპორტით არის დაკავებული.