თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს , რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.
პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, დაახლოებით 16.00 საათისთვის კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება, რომლის მუშაობასაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.