ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გაცნობას ადვოკატები სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გაცნობას ადვოკატები სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მასალების გაცნობას, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატები სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ. როგორც თბილისის პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა, 1-ტომიანი საქმიდან დარჩა მხოლოდ სამი, რომლის გაცნობასაც სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ.

კითხვაზე, გაეცა თუ არა პასუხი მთავარ კითხვას, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებისას ადგილი ქონდა მკვლელობას, თუ თვითმკვლელობას, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს კითხვა ძალაში რჩება და პასუხის გაცემა მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, ანალიზის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ვიდრე გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა საკუთარ ანალიზს დადებს, ადვოკატებს მიეცათ საშუალება, მოამზადონ საკუთარი ანალიზი, მასალების გაცნობის შედეგად

საგამოძიებო მასალების გაცნობის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი და ადვოკატები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.