ირაკლი ღარიბაშვილი - იანვარში სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

ირაკლი ღარიბაშვილი - იანვარში სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

იანვარში სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, მთავრობა არის ძალიან ეფექტური. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის მისი ფავორიტი მინისტრი და ვის აძლევს ყველაზე მეტ შენიშვნას, ღარიბაშვილის აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არასწორად მიაჩნია. 

"მე არ მიმაჩნია სწორად, ვისაუბრო ფავორიტ მინისტრებზე და ვის ვაძლევ ყველაზე მეტ შენიშვნებს. ვინც იმსახურებს შენიშვნას, ვაძლევ შენიშვნას. მთავრობა არის ძალიან ეფექტური. გვყავს გამორჩეული მინისტრები. შეხედეთ მათ მუშაობას, მათ გამჭვირვალობას და ნახავთ, რომ მთავრობის თითოეული წევრი არის მოწოდებული, ემსახუროს ხალხს და ქვეყანას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.