საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად გადაგზავნილ კანონს "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
"სახელმწიფოს მეთაური მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს შეთავაზებული შენიშვნების გათვალისწინებისთვის და აღნიშნულს, ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.