პიტერ გებრიელი ახალ ალბომზე მუშაობს

პიტერ გებრიელი ახალ ალბომზე მუშაობს

ბრიტანული მას-მედიის ცნობით, გამოჩენილი ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფი “Genesis”-ის ყოფილი ვოკალისტი პიტერ გებრიელი ახალი ალმობის ჩაწერას შეუდგა.

 

მიმდინარე წელს 25 წელი შეუსრულდა 1986 წელს გამოცემულ სტუდიურ ჩანაწერს “So”. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გებრიელმა ალბომის ხელახლა გამოცემა მოისურვა.

 

მუსიკოსმა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს საგანგებო განცხადებით მიმართა. მან საკუთარ გულშემატკივრებს სთხოვა რომ ამ ალბომთან დაკავშირებული ძველი ფოტოსურათები, პლაკატები, კონცერტებზე დასასწრები ბილეთები და სხვადასხვა სარეკლამო პროდუქცია გაუგზავნონ. ეს საარქივო მასალა 2012 წელს მომღერლის პერსონალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

 

ალბომი “So” პიტერ გებრიელის რიგით მეხუთე სტუდიური ჩანაწერი გახლავთ. მასში განთავსებულია თავის დროზე რამდენიმე პოპულარული კომპოზიცია. “Sledgehammer”, “Red Rain”, “Don't Give Up” და “Mercy Street” წინა საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს არაერთ ჰიტ-პარადში წამყვან პოზიციებს იკავებდნენ.

 

ალბომის “So” ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ქეით ბუშმა, ლორი ანდერსონმა, ტონი ლევინმა, სტიუარტ კოუპლენდმა და დანიელ ლანუამ. ეს სტუდიური ნაშრომი გამოსვლისთანავე ბრიტანული ჩართების სათავეში მოექცა, “Billboard”-ის გამოკითხვაში კი მეორე ადგილი დაიკავა.