მოგზაურობა “Kiss”-სთან ერთად

მოგზაურობა “Kiss”-სთან ერთად

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ “Rolling Stone” ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი “Kiss” მომავალი წლის შემოდგომაზე საზღვაო მოგზაურობაში გამგზავრებას აპირებს.

 

ეს კრუიზი 31 ოქტომბერს მაიმიში დაიწყება და 4 ნოემბერს, ბარბადოსის კუნძულების ქალაქ გრეით სტირალში დასრულდება.

 

ჯგუფის წევრებთან ერთად ამ საზღვაო კრუიზში ნებისმიერ მსურველს შეეძლება გამგზავრება. ერთი ბილეთის ფასი 525-დან 750 დოლარამდე მერყეობს.

 

გემზე ყოფნისას ჯგუფის წევრები ერთი კონცერტის ჩატარებას გეგმავენ. მათ თაყვანისმცემლებს მუსიკოსებთან არაფორმალური ურთიერთობების დამყარება და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათების გადაღება შეეძლებათ.

 

ჯგუფი “Kiss” ამჟამად რიგით მეოცე სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობს. მისი სახელწოდებაა “Monster” და გაყიდვაში 2012 წლის იანვარში გამოვა.

 

“Kiss” 1973 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ნიუ-იორკში. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ პოლ სტენლი, ჯინ სიმონსი, ტომი ტაიერი და ერიკ სინგერი.

 

ჯგუფის ყველაზე ცნობილი სტუდიური ჩანაწერებია: “Strutter” (1974), “Black Diamond” (1974), “Rock and Roll All Nite” (1975), “I Was Made For Lovin' You  (1979), “Heaven's On Fire” (1984), “Psyho Circus” (1998).