ღვინის უმსხვილესი კომპანიები ზედმეტ რისკს ერიდებიან და რუსეთის ბაზარზე “სარაჯიშვილის” შესვლას შორიდან დააკვირდებიან. მეღვინეების მიიჩნევენ, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შანსი უნდა გამოიყენონ, მაგრამ მათი აზრით, ჯერჯერობით ყველაფერი სარისკოა.
ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ “თბილღვინოს” განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბაზარი ხელოვნურად იყო დაკეტილი და შესაბამისად ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ კომპანიებს ბაზრის დაბრუნების საშუალება მიეცათ, ამ საკითხზე დაფიქრდებიან. თუმცა, გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსეთი სარისკო ბაზარია და სიფრთხილეა საჭირო.
რუსეთის ბაზრის დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ “თელავის ღვინის მარანშიც”. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, კომპანიები მზად არიან ღვინო იქ გაყიდონ, სადაც მოთხოვნა იქნება. თუმცა, რამაზაშვილის თქმით, დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე რუსეთის ბაზარზე დაბრუნება შეუძლებელია.
პრინციპში ზემოთნახსენები კომპანიების ხელმძღვანელები ერთი-ერთში იმეორებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის სიტყვებს - “რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული კომპანიებისთვის გარკვეულწილად პოზიტიური იქნება, თუმცა ეს ბაზარი არასაიმედოა”.
“რუსეთის ბაზრის გახსნა შესაძლებელია და ქართული კომპანიებისთვის გარკვეულწილად პოზიტიური იქნება, თუმცა ეს ბაზარი იმდენად არასაიმედოა არამხოლოდ ქართული კომპანიებისთვის, არამედ აბსოლუტურად ყველასთვის, რომ არა მგონია, თავიდან ბოლომდე რუსეთის ბაზარზე გადაშვება ნებისმიერი ქართული კომპანიისთვის გამართლებული იყოს. რა თქმა უნდა, ქართული კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარზე შესვლა, თუ ეს მოხდა, კარგი იქნება, მაგრამ რუსულმა ბაზარმა არასაიმედოობა ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა და, შესაბამისად, იქ შესვლა რისკთანაა დაკავშირებული”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვისაც რისკის არ ეშინია, მისთვის ჩრდილოეთის ალაყაფი უკვე გახსნილია. უკვე შეიძლება ითქვას, რომ კომპანია “სარაჯიშვილი” რუსეთში დაბრუნდა. “სარაჯიშვილის” პარტნიორის “ოპტიმა ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ფილიევის თქმით, კომპანიამ რუს სანიტარ გენადი ონიშჩენკოსგან დასტური მიიღო.
“როსპოტრებნადზორმა” “სარაჯიშვილის” საბუთების შემოწმებაუკვე დაასრულა. ონიშჩენკომ გვითხრა, რომ ყველაფერი წესრიგშია,საკითხი დახურულია და ახლა ყველაფერი გვერდითი უწყებების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, კერძოდ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროზე, რომელმაც ქართულ კომპანია”სარაჯიშვილს” კვოტა უნდა მისცეს და რუსულ ბაზარზე როგორც ალკოჰოლური სასმელის შემომტანი დაუშვას. ონიშჩენკოს პროგნოზით,ეს პროცესი სავარაუდოდ, დიდხანს არ გაიწელება”, - აღნიშნა ფილიევმა. როგორც კი საბოლოო თანხმობა იქნება,”სარაჯიშვილი” რუსეთის ბაზარზე თავისუფლად გავა.
“სარაჯიშვილის” გარდა სხვა მსხვილი მეღვინეები რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას არ ჩქარობენ, თავისებური ახსნა ამასაც მოეძებნება. საქმე ისაა, რომ ბოლო ორი წელი და განსაკუთრებით კი წლევანდელი, ქართული კომპანიებისათვის მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, თითქმის ყველა ღვინის კომპანიას, შარშანდელთან შედარებით, რეალიზაცია 20-35%-ის ფარგლებში გაეზარდა.
ამან ღვინის რეალიზაციის საერთო მაჩვენებელზე შედეგი უკვე იქონია. წლეულს უკვე რეალიზებულია 18,5 მილიონი ბოთლი ღვინო მაშინ როცა 2 წლის წინათ ეს მაჩვენებელი 10-11 მლნ ბოთლის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამდე, ანუ 2006 წლამდე ქვეყნის გარეთ 50 მლნ-მდე ბოთლი ქართული ღვინო იყიდებოდა.
ასე რომ, ღვინის უმსხვილესი კომპანიები 2012 წელს აქცენტს აზიურ ბაზრებზე გააკეთებენ. ქართველი მეღვინეების განმარტებით, აზიურ და განსაკუთრებით ინდურ ბაზრებზე მეტი პერსპექტივებია, რადგან ეს ბაზრები განვითარების სტადიაშია.
866
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85