ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ პროპაგანდას და ტყუილებს. ალბათ მაგიტომაც არის მათი დამწუხრებული რეაქცია, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირი მოიწვია.
„ეუთო/ოდირის დასკვნა იყო ალბათ ერთ-ერთი ის არგუმენტი და შესაძლებლობა, რომ გაშიშვლდა მათი [ოპოზიციის] პროპაგანდა და ტყუილები გასული საპარლამენტო არჩევნების დროს. ალბათ იგივე შიშები აქვთ დღესაც, რომ არ უნდათ არავინ, არც გარე თვალი, არც შიდა თვალი, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში, წყნარად ტარდება და მოსახლეობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ პროპაგანდას და ტყუილებს. ალბათ მაგიტომაც არის მათი დამწუხრებული რეაქცია“, - აღნიშნა მახაშვილმა.