ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი საქართველოს ალიანსთან უფრო დაახლოებს.
ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ალიანსი განსაკუთრებით ფოკუსირებულია რეფორმებზე, რომელსაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ტარდება.
“ასევე ორიენტირებულნი ვართ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე. ასეთი სამხედრო წვრთნების ორგანიზება საქართველოშიც შეიძლება, ასევე იგეგმება სამხედრო მომზადების ცენტრის გახსნა საქართველოში და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის გაძლიერება თბილისში. ეს არის ის ყველაფერი, რაც ნატო-სთან საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს”, - განაცხადა რასმუსენმა.