„უკრაინელ კოლეგებს 2008 წლის ომში მიღებული ტაქტიკურ-ოპერატიული გამოცდილების გაზიარება შევთავაზეთ“

„უკრაინელ კოლეგებს 2008 წლის ომში მიღებული ტაქტიკურ-ოპერატიული გამოცდილების გაზიარება შევთავაზეთ“

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან უკრაინისთვის გასაწევ დახმარებებზე საუბრისას განაცხადა.

ალასანიას თქმით, საქართველო საკუთარ გეგმებს თავს არავის მოახვევს და ხელისუფლება იმის მიხედვით მოქმედებს, თუ რა სჭირდებათ ამ ეტაპზე უკრაინელებს.

„პოლიტიკური და ღიად დეკლარირებული მხარდაჭერა საგარეო უწყებიდან დიდი ხანია, არის. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან და შევთავაზეთ ჩვენი დახმარება იმ კუთხით, თუ რა ტაქტიკური და ოპერატიული გამოცდილება მივიღეთ 2008 წელს რუსეთთან ომში. ეს გავუზიარეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს. ნებისმიერ შემთხვევაში მათ იციან, რომ მზად ვართ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ეს უკრაინის მხარის მოთხოვნით უნდა მოხდეს", - განაცხადა ალასანიამ.