როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს გვერდის ავლით ვიზიტების მომზადება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს უწყებას და ზოგადად ქვეყანასაც.
„გარდა ამ დასტურისა, მინდა გითხრათ, რომ არ არის მართებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით ვიზიტების მომზადება, რაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს ჩვენ, როგორც უწყებას და ზოგადად ქვეყანასაც. სამწუხაროდ, ამ თემაზე არ მქონია საშუალება პირადად პრეზიდენტთან მესაუბრა და გამეგო მისი პოზიცია. იმედია ნატო-ს სამიტზე მასთან საუბრის საშუალება მექნება და იმედი მაქვს, ჩვენს არგუმენტებს გაითვალისწინებს და ამით გაუგებრობა აღმოიფხვრება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.