გაერო-ში კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრეზიდენტის მიწვევის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მედიას ნატო-ს სამიტის შემდეგ მიაწვდის ინფორმაციას.
როგორც “პირWელს” პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, მზადება უფრო მნიშვნელოვანი – ნატო-ს სამიტისთვის მიმდინარეობს და ყველაფერზე კომენტარი მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დაგეგმვა მაისის შემდეგ მიმდინარეობს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საკითხებში მის მრჩეველთან თენგიზ ფხალაძესთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა და ბოლო შეხვედრების მანძილზე ცდილობდა დაერწმუნებინა ის და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ ნიუ-იორკში 2 დელეგაციის წასვლა უხერხული და ქვეყნის იმიჯისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
თავის მხრივ, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ნიუ-იორკში პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები უცვლელია და გიორგი მარგველაშვილი კლიმატის ცვლილებების სამიტს დაესწრება. ფხალაძის განცხადებით, ამის თაობაზე ოფიციალური დასტური გაერო-ს გენერალურ მდივანთან უკვე გაგზავნილია.