ხელისუფლება მიხეილ სააკშვილის დაკავებას ვერ მიაღწევს

ხელისუფლება მიხეილ სააკშვილის დაკავებას ვერ მიაღწევს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება. ჩვენ კარგად ვნახეთ პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები სხვა შემთხვევებშიც კი როგორც მთავრდება ცივილიზებულ ქვეყნებში. ყველას გვახსოვს, დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება თავისთვის სასურველ შედეგს, მიხეილ სააკშვილის დაკავებას ვერ მიაღწევს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 30 აგვისტოს გაკეთდა განცხადება, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთშორისო ძებნის დაწყების პროცედურები მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ეს პროცედურა სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებისთანავე დაიწყო.