დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან სეპარატისტების ალყიდან ბატალიონ "დონბასის" კიდევ 10 მებრძოლი გამოვიდა. ამის შესახებ "დონბასის" მეთაურმა სიმიონ სემენჩენკომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისივე განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ალყიდან გამოსული ათივე უკრაინელი მებრძოლი დაჭრილია.
დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან უკრაინელი მებრძოლები ალყაში გასულ კვირას მოექცნენ. უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით ილოვაისკში, ტერორისტების ალყიდან გამოვიდა 84 უკრაინელი მებრძოლი, მათ შორის ბატალიონ "დონბასის" წევრები და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცბატალიონის მებრძოლები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია ილოვაისკში ტერორისტების ალყაში მოქცეული უკრაინელი ძალოვანების, ასევე გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა.