"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ არ მოსწონთ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვა და სახელმწიფო ინსტიტუტების აბუჩად აგდება, რომელსაც დღეს აქვს ადგილი.
როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, მთავრობა ერთმანეთში სამარცხვინო კინკლაობით არის დაკავებული.
"სრული უპატივცემულობაა ინსტიტუტების მიმართ, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ოლიგარქი, რომელიც მათ აკონტროლებს, განაწყენდა რაღაცაზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის აზრით, დღეს ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკა არის სახელმწიფო ინსტიტუტების აბუჩად აგდება, დეგრადაცია და დამცირება.
"ამ შემთხხვევაში საუბარია პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ჩვენ მარგველაშვილის გულშემატკივრები არ ვართ, მაგრამ ნამდვილად არ მოგვწონს პრეზიდენტის ინსტიტუტის ასე ფეხქვეშ გათელვა და სახელმწიფო ინსტიტუტების აბუჩად აგდება", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, რომლიც მიხედვითაც, გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამო პრემიერი და არა - პრეზიდენტი, როგორც ადრე იყო ნათქავამი.