მართალია, დიდი დაგვიანებით, მაგრამ აჭარაში ე.წ. ნარინჯისფერი რთველი დაიწყო. მოსავალი საკმარისზე მეტიცაა, ჩამბარებელი არავინაა. რეგიონში მარტოოდენ შპს “ციტრომ” და ქობულეთის საკონსერვო ქარხანამ იტვირთეს ციტრუსეულის გადამუშავების რთული მისია. დიდი გარღვევა არც საექსპორტო ბაზრებზეა მოსალოდნელი.
აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რეალიზებულია 15651 ტონა მანდარინი, აქედან 2809 ტონა უკრაინის ბაზარზე გადაიგზავნა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ წელს რეგიონში 85 ათას ტონა მანდარინს ელოდებიან, აქედან 50 ათასს ქობულეთში, ხოლო 35 ათასს ხელვაჩაურში. უცხოურ ბაზარზე 70 ათას ტონამდე ციტრუსი გაიგზავნება. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა, ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც უკრაინაა. ქართული მანდარინი სომხეთის, აზერბაიჯანის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზედაც გაიყიდება.
რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, მის გადამუშავებას შპს “ციტრო” და ქობულეთის საკონსერვო ქარხანა უზრუნველყოფს.
მთავრობაში ირწმუნებიან, რომ “ნარინჯისფერი რთველი” წარმატებული იქნება და მოსახლეობას პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ ექმნება, თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს ოპოზიცია.
“წელს ციტრუსების საკმაოდ დიდი მოსავალია იქნება, თუმცა ბიუჯეტში არანაირი სუბსიდია არ არის გათვალისწინებული. კომერციული დანიშნულებით ხის ტარის წარმოების უფლება ადგილობრივ კომპანიებს ჩამორთმეული აქვთ, რის გამოც უწევთ პლასტმასის ტარის შემოტანა.
ამას ემატება საექსპორტო სივრცის შეზღუდვა. შარშან ქართული ციტრუსების უმეტესი ნაწილი უკრაინის ბაზარზე გავიდა, მაგრამ წლეულს უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში ციტრუსებზე საბაჟო გადასახადის 50%-ით გაზრდის თაობაზე და აკრძალა მათი დახურული ვაგონებით შეტანა ტერიტორიაზე, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
კატასტროფული მდგომარეობაა აჭარაში. ორივე მიმღებ-გადამამუშავებული ქარხანა “ნარინჯი” და “ქართული პროდუქტი” - დაკეტილია. დღეს არ არსებობს გარემო, რომ ციტრუსის რთველმა მეტ-ნაკლები წარმატებით ჩაიაროს”, - აცხადებს ქდმ-ს ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელმაც აჭარული ამბები ასე თუ ისე კარგად იცის.
მარლთაც, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მანდარინის გადამამუშავებელი საწარმო “ნარინჯი”, ფინანსური პრობლემების გამო, წელს ციტრუსს ვერ შეიძენს, არადა წინა წლებში ყველაზე მეტ პროდუქციას სწორედ ეს საწარმო იღებდა.
აჭარელი მინისტრის ცნობით, რეგიონში დაკრეფილი მანდარინის 90% ხილად ჩაბარდება, ხოლო დარჩენილ 10%-ს საკონსერვო წარმოება მიიღებს. დონარა სურმანიძე განმარტავს, რომ წელს საკონსერვო წარმოებისთვის მანდარინს მარტოოდენ კომპანია “ციტრო” ჩაიბარებს.
თუმცა, მინისტრის მტკიცებით, გაზრდილი მოსავლის და შემცირებული მყიდველების მიუხედავად, არცერთი კილოგრამი მანდარინი ჩაუბარებელი არ დარჩება. მინისტრის განმარტებით, არსებული საექსპორტო ბაზრები და საკონსერვო საწარმო საკმარისია მთლიანი მოსავლის დასაბინავებლად.
2684
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85