დამასკოში მყოფი 22 ქართველი დახმარებას ითხოვს

დამასკოში მყოფი 22 ქართველი დახმარებას ითხოვს

სირიის დედაქალაქ დამასკოში მყოფი 22 ქართველი დახმარებას ითხოვს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას, მოქალაქეები საომარი მოქმედებების ზონის დატოვებას ვერ ახერხებენ.

როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას საქართველოს მოქალაქეებმა განუცხადეს, ქართველები დამასკოს ცენტრში იმყოფებიან, სადაც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ საფრთხე მაინც დიდია.

მათი თქმით, სირიის საზღვრები ჩაკეტილია და ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ.

ერთადერთი ადგილი, საიდანაც შეიძლება, ქართველებმა სირია დატოვონ, ბეირუთია, თუმცა ქართველები საზღვრის გადმოლახვას უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ.

"გვინდა, რომ 1 საათით მაინც გაგვიხსნან საზღვარი და გავიშვან სახლებში. თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ, რომ 1 სააათით გახსნან საზღვარი, აფეთქების ხმების ისმის. აქედან მხოლოდ ბეირუთში გადასვლაა შესაძლებელი. შემდეგ ბეირუთიდან სტამბოლში შეიძლება, ჩაფრენა, სტამბოლიდან კი - საქართველოში", - განაცხადა საქართველოს მოქალაქე რიტა ნალბანდიანმა.