დასავლეთის მედია: ოპერაცია სირიაში რამდენიმე დღე გაგრძელდება

დასავლეთის მედია: ოპერაცია სირიაში რამდენიმე დღე გაგრძელდება

სამხედრო ოპერაცია სირიაში, რომლის ჩატარებასაც აშშ და მისი მოკავშირები გეგმავენ, შესაძლოა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ამის შესახებ როიტერი თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით წერს.

„მოვლენების განვითარების ვარიანტები მხოლოდ ერთი დღით შემოფარგლული არ არის", განუცხადა თანამოსაუბრემ სააგენტოს სამხედრო ოპერაციის შესაძლო ხანგრძლოვობის კომენტირებისას.

მან ასევე განმარტა, რომ ვაშინგჰტონი დამოუკდებლად სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გეგმავს და ცდილობს სხვა ქვეყნებთან ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევას.

გავცელებული ინფორმაცის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგიონში მაშტაბური ომის თავიდან ასაცილებლად, სირიაზე შეტევა შეზღუდული ხასიათის უნდა იყოს.
ვითარება სირიაში კრიტიკულ ზღვარს 21 აგვისტოს გადავიდა, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

დასავლეთის ქვეყნები დაიწყებენ სამხედრო ოპერაციას სირიის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ვეტო დაედება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, იტყობინება ბი-ბი-სი.

„საერთაშორისო თანამეგობრობას ეკისრება პასუხიმგებლობა, რათა იმოქმედოს სირიაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაეროში ვერ იქნება მიღწეული შეთანხმება", - განაცხდა ჰეიგმა.
მისივე თქმით, როგორც მოსალოდნელია, რუსეთი და ჩინეთი რეზოლუციის პროექტს ვეტოს დაადებენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების შეხვედრაზე, სადაც დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის შეთანხმება მიმდინარეობდა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პუაერმა უშიშროების საბჭოს „დაუყონებლივი მოქმედებისკენ" მოუწოდა.

მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთი მაინც წარადგენს უშიშროების საბჭოზე რეზოლუცის პროექტს, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი კატეგორიულად არ დაუჭერენ მხარს
რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე სამხედრო ოპერაცის დაწყება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა იქნება.
დასავლეთის ზოგიერთი მედიასაშუელების ინფორმაციით სირიაზე სამხედრო იერიშის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა.