ბათუმის მეჩეთის მინარეთიდან მორწმუნეებს სალოცავად მისასვლელად მიკროფონით მოუწოდეს

ბათუმის მეჩეთის მინარეთიდან მორწმუნეებს სალოცავად მისასვლელად მიკროფონით მოუწოდეს

ბათუმის მეჩეთში ლოცვისთვის მოწოდება დღეს მიკროფონით შესრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მეჩეთის მინარეთიდან მორწმუნეებს სალოცავად მისასვლელად მიკროფონით მოუწოდეს. ეს წესი - ეზაანი ჩვეულებრივ მიკროფონით მხოლოდ პარასკევობით სრულდება, დღეს კი გამონაკლისი დაუშვეს.

მორწმუნეები ლოცვის დასრულების შემდეგ ბათუმის თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მსვლელობით გადაინაცვლებენ და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს გააპროტესტებენ.

აქცია ილია ჭავჭავაძის ძეგლთან 15.00 საათისთვის დაიწყება.