რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეშვილის განცხადებით, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, სამთავრობო დონეზე იყო თუ არა რაიმე ტიპის კონსულტაციები ზაქარეიშვილის შესაძლო ჩანაცვლების თაობაზე, მინისტრმა უპასუხა, რომ "ეს არის ბოდვა".
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება.