შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის

როცა 2020 წელს შემოვედი პოლიტიკასა და პარლამენტში მამუკა მდინარაძე მაშინ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ის იყო ის ადამიანი, ვინც უმრავლესობის ახალ წევრებს განსაკუთრებულ პატრონაჟს უწევდა, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მამუკა მდინარაძეზე საუბრისას.

როდესაც არის პირველი ურთიერთობა მედიასთან, საჯარო გამოსვლები, ამას რა თქმა უნდა სჭირდება თვალი, რომელიც აკვირდება და რჩევას აძლევს ახალბედა პოლიტიკოსებს, თუ როგორ სჯობს ამა თუ იმ საკითხის უკეთ და გასაგებად მიტანა საზოგადოებამდე. ამ მხრივ როგორც წინა მოწვევის, ისე ამ მოწვევის პარლამენტის ახალბედა წევრებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რა დამსახურება აქვს მამუკა მდინარაძეს მათ პოლიტიკურ განვითარებაში.

ვფიქრობ, მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის. ვფიქრობ, რომ მისი [სახელმწიფო უსაფრთხოების] სამსახურში ყოფნის პირველი დღეებიც უკვე ამას აჩვენებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.