დავით იაკობაშვილი კაზინო „აჭარასთვის“2.5 მილიონი დოლარის დაკისრებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

დავით იაკობაშვილი კაზინო „აჭარასთვის“2.5 მილიონი დოლარის დაკისრებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი კაზინო „აჭარასთვის“ 2.5 მილიონი დოლარის დაკისრებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ კომერსანტს" კაზინოს ყოფილმა მეწილემ ივა ჩიღვინაძე აცნობა, რომლის საჩივრის საფუძველზეც „აჭარას“ თანხის გადახდა დაეკისრა.

შეგახსენებთ: ჩიღვინაძე კაზინო „აჭარისგან“ რამდენიმე წლის წინ სესხის სახით მიცემული რამდენიმე მილიონის დაბრუნებას ითხოვდა. სასამართლომ ჩიღვინაძის სასარგებლოდ აჭარას თანხის გადახდა დააკისრა.

დღეს ივა ჩიღვინაძე აცხადებს, რომ მოპასუხე მხარეს პროცესის მოგების მინიმალური შანსები აქვს და საქმის სააპელაციო სასამართლოში საქმის წაღებით ისინი მხოლოდ დროის მოგებას ცდილობენ. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყება და შესაძლებელია ეს დრო მენეჯმენტმა კომპანიის გასაკოტრებლად გამოიყენოს.

დავით იაკობაშვილის ადვოკატის განცხადებით კი დანაშაულის ჩადებას და კომპანიის გაკოტრებას არავინ არ გეგმავს. დიმიტრი გაბუნიას თქმით, ნებისმიერ პიროვნებას, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებს საქმე შემდგომ ინსტანციებში, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში მიაქვს.

მისივე განცხადებით, სააპელაციო სასმართლოში საქმის მოგების დიდი შანსი აქვთ, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არამართლიანი იყო.