დავით ზურაბიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას უბრუნდება

დავით ზურაბიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას უბრუნდება

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას უბრუნდება. როგორც ზურაბიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, იგი ახალი ამპლუით საზოგადოების წინაშე დაახლოებით ერთ კვირაში წარსდგება.

"ამჟამად ძირითადად პარტიული საქმიანობით ვარ დაკავებული და უმუშევარი ვარ, თუმცა მაქვს რამდენიმე შემოთავაზება და შემი საქმიანობის ახალი სფეროს შესახებ დეტალურად დაახლოებით ერთ კვირაში გაგაცნობთ,"- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, მისი ახალი სამსახური რომელიმე სახელმწიფო უწყებაში იქნება თუ არა, ზურაბიშვილმა უარყოფითად უპასუხა.

"საჯარო სამსახურში არ ვიქნები. ჩემი ახალი სამსახური საზოგადოებრივ სფეროში იქნება,"- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგლე დავით ზურაბიშვილი მინისტრის მოადგილის პოსტიდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც უწყების ახალ ხელმძღვანელად თამარ სანიკიძე დაინიშნა.