უკრაინის თავდაცვის ასოციაციის სპიკერის ცნობით, კიევი ყირიმზე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციას განაგრძობს. სერგიი ბრატჩუკის თქმით, მთავარი მიზანი მტრის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, საზღვაო და სახმელეთო ობიექტების, მათ შორის რკინიგზის განადგურებაა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად მუშაობენ რუსულ სამხედრო ობიექტებზე ყირიმში. ამ აქტივობის მიზანია ასევე მტრის საჰაერო სისტემათა ინტენსიური და უწყვეტი გამოფიტვა. ეს ეტაპი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ მოქმედებით ჩვენი შეიარაღებული ძალების დანაყოფები გზას უხსნიან სხვა სახის დამრტყმელ შესაძლებლობებს. ახლა არ ვისაუბრებ „ფლამინგოს“ და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებზე, მაგრამ გზა იგება“, - აღნიშნა ბრატჩუკმა.