ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების განაჩენი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების განაჩენი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების განაჩენი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საქმის განხილვა სრულად დამთავრებულია. მოსამართლემ განხილვების დასრულების შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა. როგორც მოსამართლე, დავით მგელიაშვილმა პროცესზე განაცხადა, მხარეებს გადაწყვეტილების მიღების ზუსტ თარიღს ერთი დღით ადრე შეატყობინებს.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს დაცვის მხარის ადვოკატებმა და ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს მინისტრობის პერიოდში, შვიდი სპეცრაზმელის იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე წამების ორგანიზება ედებათ ბრალად.