თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვები ჩამოიშლა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ქვების ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც გზას ასუფთავებენ.