ჭიათურის მაღაროში დაღუპული ორი ადამიანის ვინაობა ცნობილია

ჭიათურის მაღაროში დაღუპული ორი ადამიანის ვინაობა ცნობილია

ჭიათურის მაღაროში დაღუპული ორი ადამიანის ვინაობა ცნობილია. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა დაღუპული იყოს კიდევ ერთი მაღაროელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მაღაროს გაბურღვა მიმდინარეობდა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ გრუნტში დაგროვებული იყო დიდი ოდენობით წყალი, რამაც ორი მაღაროელი - როლანდ ნოზაძე და იუზა სამხარაძე იმსხვერპლა.

"ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და შესაძლოა, მესამე მსხვერპლიც იყოს," – განაცხადა დოლაბერიძემ

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კომპანია "ჭიათურ-მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფორსმა მაკა კვარაცხელიამ.
მისი ინფორმაციით, "ჭიათურ-მანგანეზის" მაღაროში წყალი შევიდა.

"მომხდარს შეიძლება დაერქვას სტიქიური უბედურება. წყლის შესვლა შესაძლოა, გამოიწვია იმან, რომ დიდი ხნის განმავლობაში წვიმები იყო და წყალი ნიადაგში დაგროვდა. ადგილზე სამართალდამცავები უკვე მუშაობენ," – განაცხადა კვარაცხელიამ.