ბაჩო ახალაიას ადვოკატი - სასამართლოსთან აქცია პროკურატურის ორგანიზებით ტარდება

ბაჩო ახალაიას ადვოკატი - სასამართლოსთან აქცია პროკურატურის ორგანიზებით ტარდება

საქალაქო სასამართლოსთან აქცია პროკურატურის ორგანიზებით ტარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გიორგი ონიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია სასამართლოზე ზეწოლისთვის.

"სამწუხაროა, რომ ამ ადამიანთაგან არც ერთი არ დაინტერესებულა თავად პროცესით. ეს ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და გამოხატავენ პროტესტეს, არც ერთ მათგანს არ უცდია, რომ თავად დასწრებოდა პროცესს და მოესმინა თუ რა მტკიცებულებები აქვს ან დაცვის მხარეს ან ბრალდების მხარეს. აქედან გამომდინარე, ეს არის პროვოკაცია, რომელიც ორგანიზებულია პროკურატურის პროკურატურიოს მხრიდან", _ განაცხადა ონიანმა.

დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოში ინციდენტი მოხდა, რის გამოც პოლიტპატიმარის სტატუსით გათავისუფლებული ფრიდონ მერებაშვილი დააკავეს. მას შელაპარაკება "თავისუფალი ზონის" მხარდამჭერთან მოუხდა.

ფრიდონ მერებაშვილმა "თავისუფალი ზონის" მხარდამჭერს შეაგინა, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა.