ბაჩო ახალაია სასამართლოზე დასკვნით სიტყვას იტყვის

ბაჩო ახალაია სასამართლოზე დასკვნით სიტყვას იტყვის

თბილისის საქალაქო სასამართლოში შს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა რობერტ სუთიძემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დღეს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნით სიტყვას იტყვის ბრალდებული ბაჩო ახალაიაც, რომელიც სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ პროცესს ესწრება.

რაც შეეხება ადვოკატების საბოლოო სიტყვებს, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს სუსტი მტკიცებულებები უწოდა. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარის წარმოდგენილი ფაქტების ნაწილი სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება, ნაწილი კი იმ რეინჯერების კურსს უკავშირდება, რაც ე.წ დაზარალებულებმა გაიარეს.
ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და ბრალდების მხარეს არ გააჩნია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბაჩო ახალაიას მხრიდან წამების ორგანიზების ან რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას ამტკიცებს.

სასამართლო პროცესზე დღესვე ბრალდებულები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. ამ დრომდე დასკვნითი სიტყვა მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა თქვა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბაჩო ახალაიას ბრალად შს მინისტრობის დროს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო 7 სპეცრაზმელის წამების ორგანიზება ედება. საუბარია იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ შემთხვევაზე.