თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიტპატიმარის სტატუსით გათავისუფლებული ფრიდონ მერებაშვილი დააკავეს. მას შელაპარაკება "თავისუფალი ზონის" მხარდამჭერთან მოუხდა.
ფრიდონ მერებაშვილმა "თავისუფალი ზონის" მხარდამჭერს შეაგინა, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმარები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან. საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან "თავისუფალი ზონის" წევრებიც. ადგილზე იმყოფებიან სასამართლოს მანდატურები და პოლიციის თანამშრომლები.