სამართალდამცველებმა დაკარგული თეონა ჩარგაზია იპოვეს

სამართალდამცველებმა დაკარგული თეონა ჩარგაზია იპოვეს

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად, ზუგდიდში მცხოვრები, 24 წლის თეონა ჩარგაზია იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გოგონა 28 ივლისს დასთან ერთად ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საიდანაც მოულოდნელად გაუჩინარდა. ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს დახმარებისათვის მაშინვე მიმართეს.

ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თეონა ჩარგაზია დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ნასაგურში იპოვეს.

ამჟამად მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა გოგონა ოჯახის წევრებს ჩააბარეს.