ცესკო-ს შემადგენლობა შესაძლოა, პროფესიული ნიშნით დანიშნულმა წევრებმაც დატოვონ

ცესკო-ს შემადგენლობა შესაძლოა, პროფესიული ნიშნით დანიშნულმა წევრებმაც დატოვონ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა შესაძლოა, პროფესიული ნიშნით დანიშნულმა წევრებმაც დატოვონ. ამის შესახებ ექსპერტი კახა კახიშვილი საუბრობს, რომელიც არ გამორიცხავს,რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმება ვერ მოხერხდეს.შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, კახიშვილი ელოდება, რომ პრეზიდენტი მიზამიმართულად, როგორც ცესკოს წევრებს, ასევე პარლამენტს ისეთ კანდიდატურებს წარუდგენს, რომელთა შემადგენლბიდან ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ იქნება არჩეული.

"ლოგიკურად შეიძლება მივიღოთ ისეთ მოდელი, როცა საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე. აქ აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ თავმჯდომარის მოადგილეს ერთი წელია, დე იურე ვადა აქვს გასული, მაგრამ ამ თანამდებობაზე დე-ფაქტო მუშაობს, რადგან მისი შემცვლელის დანიშვნა სწორედ შეუთანხმებლობის გამო ვერ მოხერხდა. შექმნილ ვითარებში არც ის არის გამორიცხული, რომ განცხადება წასვლის შესახებ ცესკოს იმ წევრებმაც დაწერონ, რომლებიც პროფესიული ნიშნით არიან დანიშნულნი და რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახიშვილმა, რომლის შეფასებითაც, მთელი ეს პროცესი და მოვლენების განვითარების სცენარი დამოკიდებულია კონსულტაციებზე, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასა" და მმართველ გუნდს შორის იმართება და მათ შორის შეთანხმებაზე.

ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა თანადებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებით პარლამენტს გუშინ მიმართა.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ხარატიშვილის გადადგომა პარლამენტმა დადგენილებით, 15 დღის ვადაში უნდა დააკმაყოფილოს. თუკი ამ ვადაში პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას არ დააკმაყოფილებს, მე-16 დღეს, ავტომატურად ის გათავისუფლებულად ჩაითვლება. ამის შემდეგ ასევე 15 დღის ვადაში პრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიულ წარმომადგენლობებს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად სამი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს არ მიიღებენ, საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს.