გიგი უგულავა დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

გიგი უგულავა დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოს დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს. ცვლილება რამდენიმე მიმართულებას შეეხება. იგეგმება ავტობუსების პარკის განახლება, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება , შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მერია მზად არის დევნილთა სამინისტროსთან ერთად თანადაფინანსებით დევნილთა საცხოვრებლებში გაზის მრიცხველების დამონტაჟება უზრუნველყოს.

აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის მოცულობა 17 მლნ. ლარით გაიზრდება და 740 მლნ. ლარით განისაზღვრება.

თბილისის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, საკრებულოს ყველა ფრაქციასთან ითანამშრომლოს და თითოეული საკითხი მათთან ერთად დეტალურად გაიაროს.