სანაპიროზე ავარიის შედეგად 5 ავტომანქანა დაიმტვრა

სანაპიროზე ავარიის შედეგად 5 ავტომანქანა დაიმტვრა

თბილისში, სანაპიროზე მაღალი სიჩქარით მიმავალი "მერსედესის" მარკის მანქანა "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ავტოსადგომში მდგარ 3 მანქანას და ერთ მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ავარიის შედეგად დაშავდა მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელსაც პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.