კომანდორი ბრაიან ფერი

კომანდორი ბრაიან ფერი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, 66 წლის ბრაიან ფერი ორი დღის წინ სამშობლოში განსაკუთრებით დააფასეს. ჯგუფი “Roxy Music”-ის დამაარსებელს დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა. მას კომანდორის სტატუსი მიენიჭა.

 

მუსიკოსს საპატიო ჯილდო პირველ დეკემბერს, ლონდონის ბუკინჰემის სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.

 

ბრაიან ფერი ხანგრძლივი მუსიკალური მოღვაწეობისა და თანამედროვე მსოფლიო კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის დააფასეს.

 

“ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ სამშობლოში დამაფასებდნენ. რამდენიმე ათეული წელია საყვარელი საქმით ვარ დაკავებული და მგონი ამ სფეროში გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე. როდესაც სკოლა დავამთავრე უნივერსიტეტში ჩავაბარე და ფერწერის შესწავლა დავიწყე. ერთ დილას გავიფიქრე, რომ საკუთარი ჯგუფი ჩამომეყალიბებინა. მაინტერესებდა ამ ახალი საქმიდან რა გამომივიდოდა. როგორც ხედავთ მუსიკალური კარიერა წარმატებით ამეწყო და უკვე 40 წელია დიდ სცენაზე ვიმყოფები.” – განაცხადა გახარებულმა ბრაიან ფერიმ.

 

მუსიკოსმა “Roxy Music” 1971 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფი 1983 წელს დაიშალა. ამის შემდეგ ბრაიან ფერიმ სოლო კარიერა წამოიწყო.