"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანა ბევრად უფრო სტაბილური გახდება და ნაკლებად ორიენტირებული იქნება ყოველდღიურ მედიასკანდალებზე.
როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიაში" სტუმრობისას განაცხადა, 27 ოქტომბრის შემდეგ საქართველო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველაზე კარგი საცხოვრებელი ადგილი იქნება.
"ყოვედღიურად იყო მოლოდინი იმისა, თუ რას გვიმზადებს ხელისუფლება. მოქალაქე ელის იმას, კიდევ რა სკანდალი მოხდება. აი, ეს ფუჭი თემებით და ფუჭი სკანდალებით ცხოვრება დასრულდება. ყველა გადაიღალა იმით, რომელმა პოლიტოკოსმა ვინ გალანძღა. ეს იქნება ქვეყანა, რომელიც საქართველოს მოქალაქისთვის ყველაზე კარგი საცხოვრებელი იქნება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.