საქართველოს პრემიერ-მინისტრი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საჭიროების შემთხვევაში შეხვდება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ლიტვასა და პოლონეთში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, ჯერ არასაპარლამენტო ოპოზიციის სურვილებს გაეცნობა და თუ საჭიროდ ჩათვლის, მათთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს.
არასაპარლამენტო ოპოზიცია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების იმ ნაწილის შეჩერებას აპროტესტებს, რომელლიც პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებდა. მათი მტკიცებით, შეთანხმება მმართველმა გუნდმა ჩაშალა. ამასთან, როგორც ლევან ვეფხვაძე და კახა კუკავა აცხადებენ, შეთანხმება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს ურეკში შეხვდა.