პრემიერმა ლიტვისა და პოლონეთის ოფიციალურ პირებს ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე მოვლენებზე განცხადებების გაკეთება სთხოვა

პრემიერმა ლიტვისა და პოლონეთის ოფიციალურ პირებს ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე მოვლენებზე განცხადებების გაკეთება სთხოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტვისა და პოლონეთის ოფიციალურ პირებს საქართველოს ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება სთხოვა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ლიტვასა და პოლონეთში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.

"მე მათ ვთხოვე, ამ ქმედებებზე პასუხი მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას და თავისი პოზიცია დააფიქსირონ. აბა, ვნახოთ, როგორი განცხადებები გაკეთდება. მე მაქსიმალურად გავაკეთე აქცენტები ყველა შეხვედრის დროს, რომ მათ ჰქონდეთ რეაქცია", - აღნიშნა პრემიერმა.