საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ვისაც ახალი ხელისუფლების ხელწერის მიმართ ეჭვი კიდევ დარჩა, აშკარა უმცირესობაში არიან".
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს პოლონეთში ვიზიტის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.
"ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრა იყო. მაქსიმალურად გახსნილი ვიყავი და ძალიან ბევრი კარგი რჩევა მივიღე. საერთოდ თუ შევაჯამებთ სიტუაციას და შეხვედრებს, რაც პოლონეთში გვქონდა, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული აზრი როგორც ლიტვაში ისე პოლონეთშიც. განსხვავებულ აზრში საქართველოსთან და ახალ ხელისუფლებასთან დამოკიდებულება მაქვს მხედველობაში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვისაც კიდევ ეჭვი დარჩა ახალი ხელისუფლების ხელწერის მიმართ, აშკარა უმცირესობაში არიან. აბსოლუტური გაგებაა ორივე სახელმწიფოში და ნდობით, მოწიწებით და მეგობრულად უყურებენ ახალ ხელისუფლებას და შეხვედრებში ამას გამოხატავენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის ვიზიტი პოლონეთში დასრულდა. ქართული დელეგაცია ვარშავას დღესვე დატოვებს.