თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" სარჩელი დააკმაყოფილა.
ამის შესახებ "პირWელს" "ქართული ფოლადის" დირექტორმა ნათია ჯაყელმა აცნობა.
"გაუქმდა 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული გარიგება მეტალურგიული ქარხნის აქტივების ინა გუდავაძის კომპანია შპს "რუსთავის ფოლადისთვის" გადაცემის თაობაზე და უკანონოდ წართმეული ქონება ისევ "ქართულ ფოლადს" დაუბრუნდა. სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლის გზაზე პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მიღწეულია! "ქართული ფოლადის" მენეჯმენტს და მის თითოეულ თანამშრომელს, გვჯერა, რომ მიუხედავად დიდი ზეწოლისა და შანტაჟისა, სამართლიანობა იზეიმებს და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანა მალე საბოლოოდ დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს, ხოლო ის ადამიანები, რომელთაც უკანონო გარიგებებით მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი 39 მილიონი ლარით აზარალეს, კანონის შესაბამისად პასუხს აგებენ", - განაცხადა ჯაყელმა.