"ეროვნულ ფორუმს" სურს, საპრეზიდენტო არჩევნებში განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს და შესაბამისად, პარტიულ სტრუქტურებს აძლიერებს"

"ეროვნული ფორუმის" ისნის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენციაში 300-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. მათ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზურაბ ნეფარიძე აირჩიეს.

"ეს არის პიროვნება, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ის საშინელებები და უსამართლობა, რაც წინა ხელისუფლების დროს სუფევდა. მისი მართალი სიტყვა ყოველთვის აღიზიანებდა ძველ ხელისუფლებას, ამიტომაც დააკავეს. მას აქვს პოლიპატიმრის სტატუსი და როგორც კი დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, აგრძელებს ბრძოლას ჩვენთან ერთად. ჩვენ მას სრულ ნდობას ვუცხადებთ და კვლავ არჩეულ იქნა ისნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად", - განუცხადა "პირWელს" "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ვახტანგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პარტია "ეროვნულ ფორუმს" სურს, საპრეზიდენტო არჩევნებში განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს და აქედან გამომდინარე, აძლიერებს პარტიულ სტრუქტურებს, რათა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის არჩევნებზე იქნება დღის წესრიგში.

"ეროვნულმა ფორუმმა" რაიონული კონფერენციები უკვე გამართა ხაშურში, რუსთავში, სიღნაღსა და ისანში. 23 ივლისს კი პარტიის მთაწმინდის რაიონული კონფერენცია ჩატარდება.